სავაჭრო ბირჟაზე ბიტკოინის ფასი გასული დღე-ღამის განმავლობაში 5,09%-ით გაიზარდა.
Binance-ის ბირჟაზე კრიპტოვალუტის ღირებულება 51,2 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
4 დეკემბერს ბიტკოინის კურსი დაახლოებით 20%-ით, 42 ათას დოლარამდე დაეცა. ხოლო კრიპტოვალუტის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 16%-ით, 2 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა.
ბიტკოინმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.