ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავინდებურად ირანია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2021 წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად იგივეა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით.

2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან – 2,86 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 2,75 ათასი ტონა (16,1%), რუსეთი – 2,72 ათასი ტონა (15,9%);  გერმანია – 1,44 ათასი ტონა (8,4%) და სხვ.

საყურადღებოა, რომ ბენზინისა და დიზელის იმპორტის ზრდის (3,7%-ით) პარალელურად არ ხდება საცხებ-საპოხი მასალების მატება. ეს იმ პირობებში, როდესაც მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით ფაქტიურად არ ყოფილა ე.წ. „ლოკდაუნი“ და სხვადასხვა სახის შეზღუდვები პანდემიიდან გამომდინარე, რასაც შეიძლება პირდაპირ უარყოფითად ემოქმედა საცხებ-საპოხი მასალების მოხმარებაზე.

ასევე ყურადსაღებია, რომ მიმდინარე წელს საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ ირანის ისლამური რესპუბლიკა გახდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საავტომობილო ზეთების ბაზარზე კვლავინდებურად დიდი მოცულობით იქნება წარმოდგენილი უხარისხო, არასტანდარტული პროდუქტი, რომელიც ასევე აქტიურად გამოიყენება საავტომობილო ზეთების ცნობილი ბრენდების გასაყალბებლად.

Leave a Reply

Menu Title