ბაიდენის საპრეზიდენტო განკარგულება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

ოთხშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებას, რომლის მიზანია იქცეს „ბერკეტად“, რათა ფედერალური მთავრობის მასშტაბი და შესყიდვის უნარი ნახშირწყალბადის მიმართ ნეიტრალური გახდეს, ათწლეულზე ნაკლები დროის განმავლობაში სათბურის გაზის გამოყოფა 65 პროცენტით შეამციროს და სრულად ელექტრომობილების პარკი ჩამოაყალიბოს.

ამ ბრძანებით, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მთავრობის ძალისხმევის ფარგლებში, ფედერალურ ოპერაციებში გამონაბოლქვის მოცულობა შეიკვეცება.

ბაიდენის დირექტივა მოითხოვს, რომ 2030 წლისთვის, ფედერალურმა შენობებმა 100 პროცენტით ნახშირბადისგან თავისუფალი ელექტროენერგია გამოიყენონ, 2035 წლისთვის შეერთებული შტატების სატრანსპორტო საშუალებები 100 პროცენტით ელექტრომობილებისგან შედგებოდეს და 2050 წლისთვის, საქონელზე და მომსახურებაზე ფედერალური კონტრაქტები ნახშირბადის კომპონენტს არ შეიცავდეს.

„შეერთებული შტატები თავისი მაგალითით უხელმძღვანელებს, რათა ამერიკულ ბიზნესს მტკიცე საფუძველი შეუქმნას იმისთვის, რომ გლობალურად, სუფთა ენერგიის ეკონომიკის პირობებში, კონკურენციაში შევიდეს და გაიმარჯვოს. იმავდროულად კი, შინ მაღალ ანაზღაურებადი, პროფკავშირებით დაცული სამუშაო ადგილები შექმნას“, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც კლიმატის ცვლილების ინიციატივას ეხება.

წყარო: www.amerikiskhma.com

Leave a Reply

Menu Title