კლიმატის ცვლილების გამო, ნიუ-იორკის გარშემო გიგანტური კედელი აშენდება

კლიმატის ცვლილების მიერ აშშ-ზე დიდი გავლენის მოხდენის გამო ნიუ-იორკის გარშემო გიგანტური კედლის აშენებას გეგმავენ, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

შეერთებული შტატების ეკონომიკური დედაქალაქი კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან დაუცველია. 836 კმ-იანი სანაპირო ზოლის გამო, ექსპერტები შიშობენ, რომ 2050 წლისთვის ზღვის დონე 20-75 სმ-ით მოიმატებს, რაც ნიუ-იორკს, განსაკუთრებით კი კუნძულ მანჰეტენს, ჩაძირვით დაემუქრება.

გარდა ამისა, სეზონურმა ქარიშხლებმა და შტორმებმა ამერიკის უდიდეს ქალაქს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა, სწორედ ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ გარკვეული პრევენციული ზომები მიეღოთ.

პროექტის განსახორციელებლად 20 მილიარდი დოლარი გამოიყო და იგი ნიუ-იორკის სანაპიროს გარშემო თავდაცვითი ზღუდის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ქალაქს როგორც წყლის დონის აწევისგან, ისე ქარიშხლებისგან დაიცავს.

Leave a Reply

Menu Title