სემეკის მიერ შპს “ბათუმის წყალისა” და შპს “საგარეჯოსთვის” წყალმომარაგების ტარიფები პირველად დადგინდა

სემეკის მიერ შპს “ბათუმის წყალისა” და შპს “საგარეჯოსთვის” წყალმომარაგების ტარიფები პირველად დადგინდა. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე გაანგარიშებული ტარიფები ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და ძალაში იქნება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შპს „ბათუმის წყალისთვის“ დადგენილი წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფებია:
გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 51 თეთრი/მ3;
გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 2.626 ლარი/სულზე/თვეში;
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 5.765 ლარი/მ3.
შპს „საგარეჯოსთვის“ დადგენილი სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფებია:
გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 0. 995 თეთრი/მ3;
გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 4.975 ლარი/სულზე/თვეში;
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 0.995 ლარი/მ3.
ტარიფები მოცემულია დღგ-ს ჩათვლით.
შპს „ბათუმის წყლისთვის“ მოქმედებდა ქ.ბათუმის საკრებულოს მიერ 2006 წელს დაწესებული ტარიფი, რომელიც არ ეფუძნებოდა კომისიის მიერ დამტკიცებულ სატარიფო მეთოდოლოგიის პრინციპებს.
შპს „საგარეჯოს“ სახელზე სემეკმა წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზია მიმდინარე წელს გასცა და კომპანიას ამ დრომდე სხვა ტარიფით არ უსარგებლია.

Leave a Reply

Menu Title