სი ძინპინი: ჩინეთმა და გერმანიამ მწვანე ეკონომიკაზე ერთობლივად უნდა იმუშაონ

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, გერმანიის ახლად არჩეულ კანცლერს, ოლაფ შოლცს მწვანე და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა და ახალ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა. სატელეფონო საუბრისას  ჩინეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს მეორე და მეოთხე უდიდესმა ეკონომიკებმა უნდა გააცნობიერონ სერვისებით ვაჭრობის ზრდის პოტენციალი.

ჩინეთი, გერმანიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიისთვის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია. სი ძინპინის განცხადებით, ისინი მოხარულები იქნებიან გერმანული კომპანიების მხრიდან ჩინეთის გახსნით გამოწვეული შესაძლებლობების გამოყენებით და იმედოვნებს, რომ გერმანია თავის მხრივ უზრუნველყოფს სამართლიან ბიზნესგარემოს ჩინელი ინვესტორებისთვის.

თავის მხრივ, ჩინეთთან სუფთა ენერგეტიკის, ციფრული ეკონომიკისა და სერვისების სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა  შოლცმაც დაადასტურა და დასძინა, რომ ის ასევე იმედოვნებს, რომ ევროკავშირ-ჩინეთის საინვესტიციო პაქტი ძალაში რაც შეიძლება მალე შევა. ორგანიზაციამ პაქტის რატიფიკაცია 2020 წლის დეკემბერში, შვიდწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეაჩერა მანამ, სანამ პეკინი არ მოხსნის ევროკავშირის პოლიტიკოსებზე დაწესებულ სანქციებს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title