“2022 წელს ფასები ენერგომატარებლებზე ევროპაში მაღალი დარჩება”

2021 წელს სიცივისა და უქარო ამინდის ფონზე ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა, რასაც რუსეთის მიერ ექსპოტის შემცირებაც დაემატა.

ანალიტიკოსების აზრით ცისფერი საწვავი უახლოეს თვეებში ძვირი დარჩება, რადგან გაზის მილსადენის ბოლომდე ჩანაცვლების შესაძლებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

ევროპაში გათბობის სეზონი აპრილის შუა რიცხვამდე გრძელდება და თუ ცივი და უქარო ამინდი შენარჩუნდება და „ტოქსიკური“ წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის დეფიციტის ფონზე, მოთხოვნა გაზზე გაიზრდება და მასთან ერთად ფასიც  ზრდას განაგრძობს.

მაისისთვის გაზსაცავების მარაგების ნორმაზე ბევრად მეტად შემცირებაა მოსალოდნელი, შესაბამისად შესაძლოა, რომ 2022 წლის ბოლომდე ფასი გაზზე  ძვირი დარჩეს. ექსპერტების ვარაუდით, გაზის ღირებულება 1000 დოლარზე ნაკლები არ იქნება, პიკური მოხმარების პერიოდებში კი ის შესაძლოა 1500-2000 დოლარამდე გაძვირდეს.

რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პერსპექტივებს, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა გაზსაცავებში შემცირებული მარაგები ფასების ზრდას ხელს შეუწყობს. ექსპერტების საერთო აზრით  ძვირი ენერგომატარებლების პერიოდი დიდხანს გაგრძელდება, რადგანაც გაზის ბაზარზე დისბალანსი იმდენად ძლიერია, რომ მისი სწრაფად აღმოფხვრა შეუძლებელია.

მწვანე ენერგეტიკაზე ორიენტაციის მიუხედავად, ევროპას წიაღისეულ საწვავზე უარი თქმა სადღეისოდ არ შეუძლია, რადგან მზის და ქარის ელექტროსადგურები კლიმატურ პირობებზე კრიტიკულადა არის დამოკიდებული, ხოლო გამომუშავებული ალტერნატიული ენერგიის შენახვის შესაძლებლობები არასაკმარისია.

ეს არა მხოლოდ 2022 წლის, არამედ მინიმუმ მომდევნო 10 წლის პრობლემაა, რადგანაც ალტერნატიულ ენერგეტიკას სტაბილური მუშაობისთვის დაზღვევა საბაზო ენერგიის სახით აუცილებლად სჭირდება.

ფასების მცირედით კორექტირების შანსი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპაში გაზის ღირებულებამ შორეულ აღმოსავლეთს, პირველ რიგში ჩინეთს, გაუსწრო და თხევადი გაზის ტანკერების ნაწილი აზიის ნაცვლად ევროპისკენ გადამისამართდა. ამან შესაძლოა ფასების ზრდა შეანელოს, თუმცა, კარდინალური გაიაფება მოსალოდნელი მაინც არა არის.

თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ამ ფონზე გაზი აზიაშიც სიმეტრიულად გაძვირდეს და საბოლოო ჯამში ნაკადი ისევ აღმოსავლეთისკენ დაიძრვრაა. ბოლო პერიოდში მწვავე ბრალდებები „გაზპრომის“ მიმართ ისმის, თუმცა, თავად ენერგოგიგანტი აცხადებს, რომ არათუ ასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას, არამედ საწვავის მიწოდებას ევროპაში ზრდის.

კერძოდ, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, ევროკავშირმა 4,8%, ანუ 8.2 მლრდ.-ით მეტი, 178,1 კუბური მეტრი რუსული გაზი მიიღო. მეტი გაზი მიიღეს გერმანიამ, იტალიამ, შვეიცარიამ, დანიამ, ფინეთმა, პოლონეთმა, საბერძნეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა.

გასათვალისწინებელია, რომ ცივი ზამთარი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ რუსეთშიცა მოსალოდნელია და „გაზპრომმა“ შიდა მოხმარების დაკმაყოფილებაზეც უნდა იზრუნოს. ამ დროისთვის რუსეთი უზრუნველყოფს ევროპის გაზის მოხმარების 40%-ზე მეტს.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title