საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

საიდან და რა ფასად ყიდულობს საქართველო საწვავს

გასული წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერი) საქართველომ 1,153,169 ტონა საწავავის იმპორტი განახორციელა, რაც თანხებში 737,894 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

გაეცანით, რომელი ქვეყნებიდან და რა ფასად ყიდულობსსაქართველო საწვავს.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც გასული წლის 11 თვეში საქართველოში საწვავის იმპორტი განხორციელდა:

  • თურქმენეთი – 281 470 ტონა – 175,760 მლნ – 1 ლიტრის ღირებულება დაახლოებით 62 ცენტი – საშუალოდ 1,90 ლარი
  • აზერბაიჯანი – 207 034 ტონა – 115 203 მლნ აშშ დოლარი – 1 ლიტრი საშუალოდ 55 ცენტი – დაახლოებით 1,70 ლარი
  • რუსეთი – 206 511 ტონა – 123 438 მლნ აშშ დოლარი – 1 ლიტრი დაახლოებით 60 ცენტი – საშუალოდ, 1,84 ლარი
  • რუმინეთი – 179 505 ტონა – 113 788 მლნ აშშ დოლარი – 1 ლიტრი საშუალოდ 63 ცენტი, ანუ1,95 ლარი
  • ბულგარეთი – 159 724 ტონა – 108 057 მლნ აშშ დოლარი – 1 ლიტრი დაახლოებით 68 ცენტი – საშუალოდ 2,08 ლარი
  • საბერძნეთი – 37 315 ტონა – 25 530 მლნ აშშ დოლარი – 1 ლიტრი დაახლოებით 68 ცენტი – საშუალოდ 2,08 ლარი
  • თურქეთი – 35 234 ტონა – 24 888 მლნ აშშდოლარი – 1 ლიტრი საშუალოდ – 70 ცენტი, დაახლოებით – 2,17 ლარი
  • იტალია – 26 014 ტონა – 18 330 მლნ აშშ დოლარი- 1 ლიტრი საშუალოდ – 70 ცენტი – დაახლოებით, 2,17 ლარი
  • ირანი – 3 032 ტონა – 1 411 მლნ აშშ დოლარი – 1 ლიტრი დაახლოებით 47 ცენტი, საშუალოდ – 1,43 ლარი
  • კორეა, რესპუბლიკა – 2 656 ტონა – 3 281 მლნ აშშ დოლარი – 1 ლიტრი საუშალოდ 1,23 დოლარი – ეროვნულ ვალუტაში 3,80 ლარი

ცნობისთვის, აღნიშნულ საიმპორტო ფასს, ემატება დღგ-ს და აქციზის გადასახადიც. არსებული გადასახადი ტონაზე ბენზინს – 500, ხოლო დიზელს – 400 ლარით აძვირებს. ლიტრებში თუ გადავიყვანთ, 40-50 თეთრი გამოდის.

წყარო:  „ბიზნესპრესნიუსი“ 

Leave a Reply

Menu Title