საფრანგეთში ხილისა და ბოსტნეულისთვის პლასტმასის შეფუთვები აიკრძალა

ახალი წლიდან საფრანგეთში კანონი ამოქმედდა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულისთვის პლასტმასის შეფუთვების გამოყენებას კრძალავს. შეზღუდვები არ გავრცელდება დაჭრილ ან დამუშავებულ ხილზე, არც დიდ შეფუთვებზე.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ახალი კანონმდებლობა „ნამდვილი რევოლუციაა“ და 2040 წლისთვის ქვეყნის მიერ დასახული მიზნის მიღწევას, ეტაპობრივად, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასისგან გათავისუფლებას, ემსახურება.

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი ამ ეტაპისთვის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შეფუთვების აღმაშფოთებლად დიდ რაოდენობას იყენებს, ახალი კანონი კი შეზღუდავს გადაგდებული პლასტმასის ხელახალ გამოყენებას და ხელს შეუწყობს მის ჩანაცვლებას სხვა მასალებით, მაგალითად, ხელახლა გამოყენებადი და გადამუშავებადი შეფუთვებით.

Leave a Reply

Menu Title