ჩეხეთი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ნაცვლად ატომურ ელექტროსადგურებზე დაყრდნობას გეგმავს

ასეთი სათაურით forsal. pl-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას თავის გვერდზე აზიარებს და ირიბად ჩეხეთიდან პოლონეთის ელჩის გაწვევის თემის განხილვის დროს გარკვეული ნიუანსების გათვალისწინებისკენ უბიძგებს მკითხველს პოლონური გამოცემა dziennik. pl

სტატიაში აღნიშბულია, რომ ჩეხეთი გეგმავს „შექნას პირობები” ათზე ცოტა მეტი წლის შემდეგ ნახშირ წვის შესაჩერებლად, თუმცა მთავრობის განცხადებაში ყველაზე ბინძური წიაღისეული საწვავის გამოყენების ეტაპობრივი გეგმა არაა გაწერილი.

ნახშირის ეროვნულმა კომისიამ ადრე რეკომენდაცია გაუწია ყველაზე ბინძური ენერგეტიკული საწვავზე თანდათანიობით უარის თქმას და მმასზე სრული უარის თქმას 2038 წლისთვის. პარასკევს, საპროგრამო დეკლარაციის წარდგენის დროს, მთავრობამ განაცხადა, რომ ჩეხეთის ხელისუფლება გემავს შექმნას პირობები, რათა ნახშირის საწვავით ელექტროენერგიის წარმოების შეჩერება „შესაძლებელი გახდეს 2033 წლისთვის”.

ინდუსტრიალიზაციამდელ ტემპერატურის სიდიდესთან შედარებით ტემპერატურის მატების ცელსიუსის 1,5 გრადუსამდე დონის შენარჩუნებისთვის ამბიციები შესაზლოა არ იყოს საკმარისი, რადგან ელექტროენერგიის გათიშვის თავიდან ასაცილებლად მსოფლიო აგრძელებს ნახშირის ბევრად დიდი რაოდენობის წვას, ვიდრე ოდესმე, ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა კი ნახშირის საწვავზე მოთხოვნილებას განაპირობებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგის 41% ნახშირის ელექტროსადგურების წილად მოდის.

გეოგრაფიული მდებაროებიდან გამომდინარე, ჩეხეთს შეზღუდული აქვს წვდომა ელექტროენერგიის განახლებად წყაროებზე და ატომურ ენერგეტიკაზე დაყრდნობას გეგმავს.

ქვანახშირის თემა ბოლო წლების განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკაში აქტუალური იყო. ქვეყანას საზღვართან მდებარე ტუროვოს მაღაროში ნახშირის მოპოვების გამო პოლონეთთან უთანხმოება ჰქონდა. ჩეხები გარემოზე ტუროვის მაღაროს ნეგატიურ ზემოქმედების და მიმდებარე სოფლის ზედაპირულ წყლების დაბინძურების გამო ჩიოდნენ.

გასულ წელს ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამთო მოპოვება ამ ტერიტორიაზე. პოლონეთმა უგულებელყო ეს გადაწყვეტილება და ასევე უარი თქვა სასამართლოს მიერ დაწესებული ყოველდღიური ჯარიმის გადახდაზე.

რამდენიმე დღის წინ პოლონეთის ელჩმა ჩეხეთში მიროსლავ იასინსკიმ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთ-ჩეხეთის საზღვარზე მდებარე ტურუვის ქვანახშირის მაღაროსთან დაკავშირებული დავის სწრაფად გადაწყვეტა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ „უპირველეს ყოვლისა პოლონური მხარის“ მიერ დიალოგისთვის მზადყოფნა არ იყო. ამ განცხადების გამო პოლონეთმა ელჩი გაიწვია.

ცნობისთვის: ჩეხეთში წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით მესამედი ატომური ელექტროსადგურების წილად მოდის, დაახლოებით 15 % კი განახლებადი წყაროების წილად. ელექტროენერგიის დაახლოებით 7% ბუნებრივი აირის წვის შედეგად გამოიმუშავება.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply

Menu Title