ავსტრალია 2021 წელს გათხევადებული ბუნებრივი არის ექსპორტის ლიდერია

2021 წელს ავსტრალია გახდა მსოფლიოს ლიდერი გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტში. მან აღნიშნული მაჩვენებლით წინა წლის ლიდერ ყატარს აჯობა. ბაზრის მკვლევარი ორგანიზაცია Kpler-ის ინფორმაციით, ავსტრალიამ 2021 წელს 80,23 მლნ ტონა თხევადი აირის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როცა 2020 წელს 77,63 მლნ ტონა გაიტანა ექსპორტზე.

მეორე ადგილზე გავიდა ყატარი, რომელზეც მოდის 77,83 მლნ ტონა, ხოლო 2020 წელს 77,88 მლნ ტონა.

მესამე პოზიციაზეა აშშ, რომელიც ამ პოზიციაზე მყარადაა ბოლო სამი წელია. ამერიკამ 2021 წელს ამ ტიპის გაზის ექსპორტი გააორმაგა 70,43 მლნ ტონამდე, მაშინ როცა ერთი წლით ადრე 47,35 მლნ ტონა გაიტანა.

სულ ლიდერ სამეულზე მოდის მსოფლიო თხევადი აირის ექსპორტის 60%, რომელიც 2021 წელს შეფასებულია 382,7 მლნ ტონად, ხოლო წინა წელს 362,96 მლნ ტონა იყო. ამ ლიდერი სამეულის ჯამური საექსპორტო მოცულობა გაზრდილია 12,6%-ით 228,5 მლნ ტონამდე. მეორე მსხვილი ექსპორტიორი იყო ევროპა – 40,91 მლნ ტონით, მას მოსდევს სამხრეთ ამერიკა 13,98 მლნ ტონით.

ამასთან, ავსტრალიური გაზის თითქმის მთელი მოცულობა აზიაში გავიდა, თუ არ ჩავთვლით 30 ათას ტონას ესპანეთისთვის მიწოდებულს. ყველაზე მეტად ავსტრალიური გაზი მოიხმარა ჩინეთმა და იაპონიამ.

ყატარი კი ექსპორტს აზიასა და ევროპაში ახორციელებდა და ამავდროულად, გაზარდა ექსპორტი სამხრეთ ამერიკაში.

ამერიკული გათხევადებული გაზიდან 34,06 მლნ ტონა აზიაში გავიდა ექსპორტზე, 24,07 მლნ ტონა ევროპაში, ხოლო 12,4 მლნ ლათინურ ამერიკაში.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title