„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

IEA: ევროპაში გაზის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, ევროპაში ბუნებრივი აირის დეფიციტი „მეტწილად“ რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომის გამოწვეულია.

პარიზში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, ევროპაში გაზის მარაგების შემცირება რუსეთის მიერ ექსპორტის შეზღუდვამ განაპირობა.

„რუსეთს არსებული ენერგოინფრასტრუქტურით [ევროპაში] ერთი მესამედით მეტი მოცულობის ბუნებრივი აირის ექსპორტი შეუძლია“, – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე ფათიჰ ბიროლი.

ზამთარში გაზის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე ევროპაში ბუნებრივი აირის მარაგები მკვეთრადაა შემცირებულ და საერთო მოცულობის 50 %-ს აღწევს. შედარებისთვის, შარშან აღნიშნული მაჩვენებელი 70 %-მდე იყო.

ბიროლის თქმით, ენერგოკრიზის დასაძლევად ევროპაში გაზის სხვა ექსპორტიორებმა – ნორვეგიამ, ალჟირმა და აზერბაიჯანმა – მიწოდება გაზარდეს, მაშინ, როცა გაზპრომმა გასული წლის ბოლო კვარტალში ექსპორტი 25 %-ით შეამცირა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რუსეთი ენერგორესურსებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს – „გაზის მიწოდების ნაკადების შემცირება უკრაინაში გეოპოლიტიკურ დაძაბულობას ემთხვევა“,  – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის გერმანიის ენერგორეგულატორის მიერ კვლავ შეჩერებულია Nord Stream 2-ის ლიცენზირების პროცესი. ახალი გაზსადენი, რომელსაც ევროპაში წინააღმდეგობრივად მიიჩნევენ, რუსეთს გერმანიისთვის უკრაინისთვის გვერდის ავლით გაზის მიწოდების შესაძლებლობას მისცემს.

წყარო: realpolitika.ge

Leave a Reply

Menu Title