Saudi Aramco ნავთობმოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

Saudi Aramco პოლონეთში ნავთობის მიწოდებას დაიწყებს

პოლონურმა ენერგეტიკულმა კონცერნმა Orlen-მა გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი მსოფლიოში უმსხვილეს ნავთობკომპანია Saudi Aramco-სთან პოლონეთში დღიურად 200-337 ათასი ბარელი ნავთობის მიწოდებაზე. პოლონური კონცერნის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

გარდა ამისა, ორლენი იტყობინება, რომ Saudi Aramco შეიძენს გდანსკში მდებარე Lotos-ის ქარხნის 30%-იან წილს. ეს გარიგება აუცილებელია იმისათვის, რომ ევროკავშირის ხელისუფლებამ დაამტკიცოს ორლენ-ლოტოსის შერწყმა, ჭარბი აქტივები 14 იანვრამდე უნდა გაყიდულიყო.

Lotos-ის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურების 80% (417 ბენზინგასამართი სადგური) უნგრულ კონცერნ MOL-ზე გაიყიდება. თავის მხრივ, 144 ბენზინგასამართი სადგური უნგრეთში და 41 ბენზინგასამართი სადგური სლოვაკეთში გადაეცემა ორლენის მფლობელობაში დაახლოებით 229 მილიონ ევროდ.

ევროკომისიამ დაამტკიცა Lotos-ისა და Orlen-ის შერწყმა, რაც ექვემდებარება აქტივების ნაწილის გაყიდვას ნოემბერში. ამ სახელმწიფო კომპანიების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღეს. 2020 წლის ზაფხულში ორლენმა გამოაცხადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული PGNiG-თან შერწყმის გეგმები, შერწყმის პირობები შეთანხმებული იყო პოლონეთის ხელისუფლებასთან 2021 წლის გაზაფხულზე. ვარაუდობენ, რომ შედეგად Orlen Group შეძლებს გახდეს სრულფასოვანი მოთამაშე ევროპის ენერგეტიკულ სექტორში იტალიურ Eni-სთან და ესპანურ Repsol-თან ერთად.

 

Leave a Reply

Menu Title