ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

რეკორდული ინვესტიციები მწვანე ეკონომიკაში – EBRD-მა €5.4 მლრდ გამოყო

2021 წელს  EBRD-მა €10.4 მილიარდის დაფინანსება გამოყო. მწვანე ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებულმა ინვესტიციებმა კი რეკორდული €5.4 მილიარდი შეადგინა, რაც მთლიანი თანხის 51%-ია. კერძო სექტორის წილი კი წლიურ ინვესტიციებში 76%-მდეა გაზრდილი.

„ეს რიცხვები კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ბანკი კვლავაც აგრძელებს კორონა ვირუსის პანდემიით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით კერძო სექტორის ეკონომიკურ გამოცოცხლებას. ამასთან, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ვაგრძელებთ აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც დეკარბონიზაციას და უფრო მდგრად მომავალზე გადასვლას გულიხსმობს. ორიენტირებულები ვართ ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვაზე და კლიმატის ცვლილებების დაძლევაზე“,- განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ.

ცნობისთვის, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით გამოყოფილი თანხები 2020 წელს მთლიანი დაფინანსების, €11 მილიარდის 29% იყო.

Leave a Reply

Menu Title