ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ჩინეთი ქვანახშირის წარმოებას ზრდის

ჩინეთმა 2021 წელს, ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ქვანახშირის წარმოება 4,7%-ით გაზარდა. აღნიშნულს 17 იანვარს ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოწმობს.

ჯამში, 2021 წელს, ქვეყანაში 4,07 მილიარდი ტონა ქვანახშირი იქნა მოპოვებული, რაც 4,7%-ით მეტია 2020 წელთან და 5,6%-ით მეტი – 2019 წელთან შედარებით.

რაც შეეხება ნახშირის იმპორტს, ის გასულ წელს 6,6%-ით გაიზარდა და 320 მლნ ტონა შეადგინა.

მხოლოდ დეკემბერში ქვეყანამ 380 მილიონი ტონა ნახშირი აწარმოა, რაც 7,2%-ით მეტია 2020 წლის და 10,7%-ით მეტი – 2019 წლის დეკემბერთან შედარებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნახშირის იმპორტი დეკემბერში, წლიური თვალსაზრისით 20,8%-ით შემცირდა და 12,4 მლნ ტონა შეადგინა.

როგორც EADaily იუწყება, შარშან შემოდგომაზე ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში, ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდების კუთხით შეფერხებები დაფიქსირდა, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, წარმოიშვა ქვანახშირის დეფიციტისა და მაღალი ღირებულების, ასევე ბუნებრივი აირის ფასების ზრდის გამო. ხსენებული შეფერხებები უფრო გაამწვავა ხელისუფლების მცდელობებმა შეემცირებინა ნახშირბადის გამონაბოლქვი, ქვანახშირის გამოყენება და ხელი შეეეწყო მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title