დუბაიში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპის პირველი ცდები ჩატარდა

დუბაიში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპის, Volar-ის პირველი ცდები ჩატარდა. გამოცემა Planet today-ის ცნობით, ელექტრომობილი 4 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და პირველი ფრენა 40 კმ/სთ სიჩქარით შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ პროტოტიპი ორიგინალ ავტომობილზე ორჯერ პატარაა, თუმცა ინჟინრები აცხადებენ, რომ მფრინავი ავტომობილი 200 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებას და 100 მეტრის სიმაღლეზე ფრენას შეძლებს.

სრულმასშტაბიანი მფრინავი ავტომობილის ცდები კომპანია Bellwether Industries-ს 2023 წლისთვის აქვს დაგეგმილი, 2030 წლიდან კი Volar-ი ბაზარზე გამოჩნდება.

Leave a Reply

Menu Title