ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 6,3%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 900 აშშ დოლარს კვლავ ჩამოსცდა.
გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 860 აშშ დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.