მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს საგანგებო ვითარების შემოღება სთხოვა “გაზპრომის” ვალის გამო

მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს მიმართა თხოვნით, საგანგებო ვითარება შემოიღოს ენერგეტიკის სექტორში. ეს გაკეთდება კრიზისის გამო, რომლის მიზეზია რუსეთის კორპორაცია „გაზპრომის“ წინაშე სახელმწიფოს დავალიანება.

მანამდე „გაზპრომმა“ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანას შეიძლება უკვე 20 იანვარს გაეთიშოს გაზი. საგანგებო ვითარების რეჟიმი მთავრობას საშუალებას მისცემს ოპერატიულად გამოყოს სახსრები 25 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ოქტომბერში მთავრობამ უკვე გამოაცხადა საგანგებო ვითარება მას შემდეგ, რაც ქვეყანას დაუსრულდა „გაზპრომთან“ კონტრაქტი. ნოემბერში კონტრაქტი გააგრძელეს, მაგრამ კიშინიოვისთვის გაზის ფასი გაიზარდა. კონტრაქტის გაგრძელების წინ ერთ-ერთი მთავარი უთანხმოება იყო მონოპოლისტის მიმართ ქვეყნის ვალის შეფასება. რუსეთის შეფასებით, ის 700 მილიონ დოლარს შეადგენს. მხარეები ამ თანხის აუდიტზე შეთანხმდნენ.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

Leave a Reply

Menu Title