რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს EBRD ნენსკრას ჰესის მშენებლობაში?

EBRD 2022 წლიდან აღარ ჩადებს ინვესტიციებს წიაღისეული საწვავის პროექტებში

2022 წლიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ინვესტირებას მხოლოდ იმ პროექტებში განახორციელებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნებს, განაცხადა ალექსანდრე ნიკოლაენკომ, ბანკის მწვანე ეკონომიკისა და კლიმატის ცვლილების წამყვანმა მენეჯერმა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2022 წლიდან ინვესტიციების 100%  შეესაბამებოდეს პარიზის შეთანხმების მიზნებს, რითაც ხელს შუწყობს გლობალური საშუალო ტემპერატურის 1,5 გრადუსზე მეტი ცელსიუსით მატების თავიდან აცილებას“, – განაცხადა მან კიევში “კლიმატის კუთხით ინოვაციური ვაუჩერების” პროგრამის პრეზენტაციაზე.

EBRD-მა 2021 წელსაც საკუთარი ფინანსების უმეტესი ნაწილი მწვანე პროექტებში ჩადო.

„შარშანაც EBRD-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების 51% მწვანე ეკონომიკაში, ენერგოეფექტურობაში, განახლებად ენერგიაში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებებში, ასევე ნარჩენებისა და ბიომრავალფეროვნების მართვაში იყო“, – დაამატა მან.

როგორც ცნობილია, EBRD-მა 2021 წელს 10,4 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც ოდნავ ჩამორჩება 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს – 11 მილიარდ ევროს. 2021 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მწვანე პროექტები 5,4 მილიარდი ევროს ოდენობით დააფინანსა. შეგახსენებთ, რომ ბანკი 38 ქვეყანაში ფუნქციონირებს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title