უკრაინა, ევროკავშირთან ერთად, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინა, ევროკავშირთან ერთად, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ განაცხადა.

“გადაწყდა, რომ უკრაინა მოწვეული იქნება Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესზე, როდესაც აღნიშნული საკითხი ევროკომისიამდე მიაღწევს. ეს არის ოფიციალური პოზიცია, რომელიც დღეს მოვისმინეთ, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2021 წლის 10 სექტემბერს დასრულდა, შეჩერებულია.

 

Leave a Reply

Menu Title