გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,5 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0.5 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 413.813 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5,87 მილიონი ბარელით  და შეადგინა  246,621 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები  შემცირდა 1,43 მილიონი ბარელით და შეადგინა  127,952 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა  100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,7 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Leave a Reply

Menu Title