უკრაინაში, 2021 წელს, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 26,5%-ით შემცირდა

2021 წელს, უკრაინაში, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 26,5%-ით შემცირდა – 2 მილიარდ 304 მილიონ 217 ათას 687 კვტ.სთ-დან 1 მილიარდ 693 მილიონ 600 ათასი კვტ.სთ-მდე.

იმპორტირებულ ელექტროენერგიის მოცულობაში ბელარუსის წილი 1 მილიარდ 177 მილიონ 052 ათასი კვტ.სთ-ია (69,5%), სლოვაკეთის – 308 მილიონი კვტ.სთ (18,2%), რუსეთის კი – 101 მილიონი კვტ.სთ (6,4%)

უკრენერგოს პრესსამსახურის ცნობით, იმპორტირებული ელექტროენერგიის წილმა მთლიანი მოხმარების 1,1% შეადგინა.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply

Menu Title