რას მოუტანს მსოფლიოს ირანის სანქციებიდან გამოსვლა – გაზის ყველაზე დიდი მარაგი ირანშია

რას მოუტანს მსოფლიოს ირანის სანქციებიდან გამოსვლა – გაზის ყველაზე დიდი მარაგი ირანშია

ირანმა ბირთვულ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიმდინარე წლის ივლისში მიაღწია, სავარაუდოდ, 2016 წლიდან კი ირანი სანქციებიდან სრულად გამოვა. ირანი მსოფლიოში ენერგორესურსებით ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. რას მოუტანს მსოფლიო ეკონომიკას ირანის იზოლაციიდან გამოსვლა და როგორ შეიცვლება ფასები ნავთობსა და გაზზე?

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, სანქციების მოხსნიდან, რამდენიმე თვეში ირანი შეძლებს ნავთობის წარმოება 2011 წლის მაჩვენებლს დაუბრუნოს, ეს კი დაახლოებით 40 მილიონი ბარელია. თუმცა, ირანისთვის წარმოების გასაზრდელად ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორების დაინტერესება და ტექნოლოგიების განვითარებაა.

ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბაზარზე ირანის დაბრუნების გავლენას მსოფლიო ბანკი, გრძელვადიან პერიოდში პროგნოზირებს.

ანალიტიკოსებს ირანის ნავთობის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ნაწილი ანალიტიკოსების თვლის, რომ ირანის მხრიდან ნავთობის წარმოების გაზრდა მის ფასს 20 დოლარამდეც კი შეამცირებს. მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ ირანული ნავთობი ევროპისთვის მიმზიდველი იქნება.

ირანის რეზერვები დღეს მსოფლიოს მთლიანი რეზერვების 9 პროცენტზე მეტია, რისი წარმოების გაზრდაც მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ირანის მთავრობა უცხოელი ინვესტორებისთვის ხელშეკრულებების შეთავაზებაზე უკვე მუშაობს. არა ამერიკული კომპანიებისთვის, კი აღნიშნული შეთავაზებები საკმაოდ მიმზიდველი იქნება.

1970 წლამდე ირანი მსოფლიოს მარაგის 10 პროცენტის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებდა, თუმცა ქვეყანაში რევოლუციის შემდეგ, აღნიშნული ციფრი შემცირდა. მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსები 2017 წელს ირანული ნავთობის ექსპორტის, სწორედ 1970 წლის ნიშნულზე დაბრუნებას ვარაუდობენ.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, 2014 წელს ირანის მიერ წარმოებული ბუნებრივი აირი მსოფლიოში წარმოებული მთლიანი მოცულობის 5 პროცენტს შეადგენდა. მომავალში ირანს აღნიშნული ციფრის შთამბეჭდავად გაზრდა შეუძლია. ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის მარაგი აქვს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით მსოფლიოს ბუნებრივი აირის 18 პროცენტი ირანზე მოდის, რუსეთზე 17 პროცენტი, კატარზე კი 13 პროცენტი.

“ირანს შეუძლია გაზის ექსპორტი მილსადენების მეშვეობით მოახდინოს და თურქეთის გავლით, ის ევროპას მიაწოდოს”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში. რაც შეეხება გაზის ფასების ცვლილებას, აღნიშნული მსოფლიოს მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

Leave a Reply

Menu Title