გაზ

2021 წელს რუსეთიდან ჩინეთში ნავთობის იმპორტი 4,5%-ით შემცირდა

2021 წელს რუსული ნავთობის იმპორტი ჩინეთში 4,5%-ით შემცირდა და შეადგინა 79,64 მლნ ტონა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარ საბაჟო სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსეთი მეორე ადგილზეა ჩინეთში ნავთობის წამყვან მიმწოდებლებს შორის. პირველ ადგილზეა საუდის არაბეთი, რომელმაც 12 თვეში ჩინეთს 87,56 მილიონი ტონა მიჰყიდა 43,93 მილიარდ დოლარად (ზრდა 3,1%-ით და 56,54%-ით შესაბამისად).

რუსეთს მოსდევს ერაყი (54,07 მლნ ტონა 26,42 მლრდ დოლარად), ომანი (44,81 მლნ ტონა 22,45 მლრდ დოლარად) და ანგოლა (39,15 მლნ ტონა 19,79 მლრდ დოლარად).

ჩინეთის საბაჟო მონაცემების თანახმად, 2021 წელს ჩინეთმა შეამცირა ნავთობის შესყიდვები საზღვარგარეთიდან – ეს მაჩვენებელი ბოლო 12 თვის განმავლობაში 5,4%-ით შემცირდა და შეადგინა 512,9 მლნ ტონა. თუმცა, ღირებულების მიხედვით ამ ენერგომატარებლის იმპორტი 44,2%-ით გაიზარდა 257,3 მლრდ დოლარამდე.

Leave a Reply

Menu Title