გაზის მიწოდების გაზრდის განხილვის მიზნით, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში აზერბაიჯანს ეწვევა

ევროპის კომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი თებერვალში აზერბაიჯანსა და აშშ-ში გამართულ კონფერენციებს დაესწრება, სადაც ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გზებს განიხილავენ.

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის განცხადება საფრანგეთში კონტინენტის ენერგეტიკის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან გაზის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობაზე. ევროპაში გაზის მიწოდების კრიზისმა რუსეთიდან გაზის მიწოდების დეფიციტის გამო, ენერგიის ფასების ზრდა გამოიწვია.

Leave a Reply

Menu Title