გაზის ფასის გაძვირების გამო მოლდოვის პარლამენტმა მოსახლეობას კომპენსაცია გაუზარდა

გაზის ფასის გაძვირების გამო,ც მოლდოვის პარლამენტმა ქალაქებში ცენტრალიზებული გათბობის მომსახურებისთვის კომპენსაცია გაზარდა.

როგორც აზრბაიჯანული “რეპორტი” იუწყება, იანვრიდან ტარიფის კომპენსაცია 67%-დან 80%-მდე გაიზრდება. შესაბამისად, გათბობის გადასახადზე კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა თვეში 450-დან 815 ლეიმდე გაიზრდება (45 აშშ დოლარზე მეტი – რედ.). გარდა ამისა, მოცულობა რომელზეც გავრცელდება კომპენსაცია, 1-დან 1,5 გიგაკალორიამდე გაიზრდება.

გასული წლის ბოლოს, ბუნებრივი აირის ფასის ორჯერ გაზრდის შემდეგ, მოლდოვის მთავრობამ ასევე დააწესა კომპენსაცია გაზის ტარიფის სხვაობის დაახლოებით 30%-ზე. თუმცა, აღნიშნული მხარდაჭერის ღონისძიება ვრცელდება მხოლოდ თვეში 150 კუბური მეტრის მოხმარებაზე, მოცემულზე მეტი მოცულობის მოხმარების შემთხვევაში, გადასახადს მოსახლეობა სრულად იხდის.

Leave a Reply

Menu Title