აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

გაზის გაძვირების გამო ევროპელები 21 მილიარდ ევროზე მეტს მიიღებენ

იმ ღონისძიებების მოცულობა, რომლებიც ენერგიის მკვეთრად გაზრდილი ფასების გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს მომხმარებლების მხარდასაჭერად, 21 მილიარდ ევროდაა შეფასებული.

აღნიშნულის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში, მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ შეეხო ელექტროენერგიის ტარიფებს ევროკავშირში, რამაც ზოგიერთი მოქალაქე და კომპანია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

„წევრი ქვეყნების მიერ მომხმარებლების დასაცავად განხორციელებულმა ქმედებებმა (ფულადი თვალსაზრისით – რედ.) 21 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისი სიტყვებით, ხსენებული ზომები არ მოიცავს საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებულ მხარდაჭერას. „თუმცა, ყველა გადადგმული ნაბიჯი მაინც არ არის საკმარისი არსებული სიტუაციის სრულად მოსაგვარებლად“, – დასძინა სიმსონმა.

Leave a Reply

Menu Title