თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 26 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნების, პეტრიწის, ფარნავაზის, ხელაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ჩალიპირების, ასმათის, ფატმანის და დავარის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და ანტონოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სამურზაყანოს, სენაკის, თეკლათის, ხონის, სალხინოს, აბაშის, ლაილაშის, ტაშირის, ლანჩხუთის, ჭალადიდის, ასხინის, ლებარდეს, ცაიშის, ქვალონის, ყირიმის, აფხაზეთის, ცხა ძმა ხერხეულიძის და ქინქლაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის, წინამძღვრიშვილის, ცხა ძმა ხერხეულიძის და ყირიმის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, კობახიძის, თეთრი ტბის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ენუქიძის, ჭიჭინაძის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, ორთაჭალის, კრწანისის, ოქროყანის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Leave a Reply

Menu Title