უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

მსოფლიო ენერგეტიკა რუსული გაზის შეწყვეტის შემთხვევაში კატარი ევროპას ვერ დაეხმარება

Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, კატარი ვერ შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპისთვის, თუ რუსეთიდან ნაკადების მიწოდება შეფერხდება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ესაუბრა გაზის მთავარ მწარმოებლებს, მათ შორის კატარს, ევროპისთვის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობის შესახებ, თუ უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრა ნაკადს შეწყვეტს.

კატარი თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია და უკვე სრული სიმძლავრით მუშაობს. ტვირთის უმეტესი ნაწილი მომხმარებლებს გრძელვადიანი კონტრაქტებით მიეწოდებათ, რომელთა დარღვევა ქვეყანას არ შეუძლია. სპარსეთის ყურის სახელმწიფოს არ სურს საფრთხე შეუქმნას აზიურ პარტნიორობას.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უამრავ ვარიანტს და ესაუბრება მოკავშირეებსა და კომპანიებს მთელს მსოფლიოში.

ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა შიში, რომ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ მკაცრმა სანქციებმა შეიძლება დააზიანოს მათი ეკონომიკა და აიძულოს ვლადიმერ პუტინი, შეაჩეროს ან შეწყვიტოს გაზის მიწოდება ზამთრის შუა პერიოდში. ევროპა ბუნებრივი აირის 40%-ზე მეტს რუსეთიდან იღებს, ევროპაში კი რუსული გაზის დაახლოებით მესამედი უკრაინაზე გადის.

კატარი თხევადი ბუნებრივი აირის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და ევროპის ბუნებრივი აირის დაახლოებით 5%-ს უზრუნველყოფს.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply

Menu Title