აზერბაიჯანში ქარის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში

უქარო ამინდის გამო ევროპაში ელექტროენერგიის საბითუმო ფასი გაორმაგდა

ქარის არარსებობის გამო, დიდი ბრიტანეთი იძულებულია კვლავ დაუბრუნდეს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პიკის დასაფარად. ქვანახშირზე მომუშავე თითოეული მეგავატი კი ბრიტანეთის მთავრობას 5000 დოლარზე მეტი უჯდება.

GB Grid-ის ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურების საათობრივი სიმძლავრე 20 იანვარს 11-13 გვტ-ს აღწევდა, 24 იანვარს კი – 1 გვტ-მდე დაეცა.

ქვეყანაში “მწვანე ენერგეტიკის” სიმძლავრეების შემცირების გამო საჭირო გახდა გაზისა და ქვანახშირის მოხმარების გაზრდა. ამ უკანასკნელის საათობრივმა სიმძლავრე გუშინ სამჯერ მოიმატა და 3 გიგავატამდე შეადგინა. აღნიშნული პირველი შემთხვევაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბრიტანეთის მთავრობას დეფიციტის ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებით დაფარვა რეკორდულად დიდი თანხა უჯდება.

„დიდი ბრიტანეთი იხდის განსაკუთრებით მაღალ თანხებს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების ფუნქციონირებისთვის. ყველაზე ძვირადღირებული ტარიფი 5,5 ათასი დოლარია მეგავატსთზე“, – წერს Bloomberg-ის მიმომხილველი ხავიერ ბლასი Twitter-ზე.

როგორც EADaily იტყობინება, გერმანიაშიც დაბრუნდა მშვიდი ამინდი. ელექტროენერგიის საბითუმო ფასი გაორმაგდა და ერთ მეგავატსთ-ზე 300 ევრო შეადგინა. და რადგანაც, ქვეყანას ის ექსპორტზე გააქვს, ელექტროენერგიის ღირებულება ასევე გაიზარდა მეზობელ ქვეყნებშიც.

EADaily-ის ცნობით, არსებული მოკრძალებული მაჩვენებელიც კი (საშუალოდ 20%-ზე ნაკლები) უკვე ქმნის უზარმაზარ რისკებს და თუ, მაგალითად, გასულ ზაფხულს დიდ ბრიტანეთში ქარის ენერგეტიკის წილი 50% იქნებოდა მთლიან სისტემაში, ენერგომიწოდების სრული კოლაფსი გარდაუვალი იქნებოდა.

Leave a Reply

Menu Title