„ნაციონალური მოძრაობის“ და რუსეთის ენერგოსისტემის იატაკქვეშა ფლირტი

გერმანია ენერგეტიკის სექტორის რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებისგან გამორიცხვის მომხრეა

უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, გერმანიის მთავრობა დაჟინებით მოითხოვს ენერგეტიკის გამორიცხვას რუსეთის ფედერაციის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების სიიდან, იუწყება Bloomberg.

სააგენტოს ცნობით, გერმანია შიშობს, რომ ევროპის ენერგომომარაგება შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს. აღსანიშნავია, რომ Nord Stream 2 გაზსადენზე ხსენებული გამონაკლისის გავრცელება არ იგეგმება.

გერმანიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დასავლეთის მიერ რუსული აქტივების გაყინვა და რუსულ ბანკებთან ტრანზაქციების აკრძალვა ასევე დაააზარალებს ევროპის ქვეყნების ფინანსურ ინსტიტუტებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის ეკონომიკას გარკვეული ზიანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემოღებამ მიაყენა. „იგივე დასაბუთება ეხება რუსული ბანკების SWIFT სისტემიდან არ გათიშვას“, – აცხადებს Bloomberg.

სააგენტოს ცნობით, გერმანიის პოზიციას მხარს უჭერენ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც.

Leave a Reply

Menu Title