Bank of America-ის პროგნოზით, 2022 წლის შუა რიცხვებში Brent მარკის ნავთობის ფასი 120 დოლარი იქნება

Bank of America-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პროგნოზი Brent მარკის ნავთობის ფასთან დაკავშირებით 2022 წლის შუა რიცხვებისთვის 120 დოლარის ოდენობით ბარელზე. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბანკის ანალიტიკოსები მიუთითებენ ნავთობის მოპოვების სიმძლავრის შემცირებაზე, დაბალ მარაგებზე და მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე უკრაინაში.

ამასთან ისინი აფრთხილებენ, რომ ნავთობი საჭიროებს აშშ დოლარის კურსის შემცირებას, რათა შენარჩუნდეს 100 დოლარზე ზევით ბარელზე.

Brent მარკის ნავთობის ფასი საბოლოოდ დაუბრუნდება საშუალო მაჩვენებელს – 80 დოლარს/ ბარელზე მას შემდეგ, რაც პიკს მიაღწევს 2022 წლის შუა პერიოდში.

Leave a Reply

Menu Title