“სამი ხეობის კაშხალმა” 2021 წელს 103,6 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

China Three Gorges იუწყება, რომ მისმა 22,5 გიგავატი სიმძლავრის “სამი ხეობის კაშხალმა” 2021 წელს 103,649 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითაც კვლავ გადალახა 100 მილიარდ კვტ/სთ-იანი ზღვარი.

მიღებული სუფთა ელექტროენერგიის აღნიშნული მოცულობა ექვივალენტია 31,758 მილიონი ტონა ნახშირის მომხმარების შემცირებისა, ასევე, 86,858 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის, 19,400 ტონა გოგირდის დიოქსიდის და 20,200 ტონა აზოტის ოქსიდების ემისიების შემცირებისა.

მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, მდებარეობს ჩინეთში, მდინარე იანძიზე, ქალაქ სანდოუპინის სიახლოვეს ჰუბეის პროვინციის იჩანის ოლქში. სადგურის მოცულობა 22 500 მეგავატია. მშენებლობა 1993 წელს დაიყო და 2012 წელს დასრულდა. ჰესის დამბა 181 მეტრის სიმაღლისა და 2 335 მეტრი სიგანისაა. ელექტროსადგური მოიცავს 32 ტურბინს, რომლებიც 700 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებენ. კომპლექსში დამატებით შედის ორი 50 მეგავატიანი ენერგიის გენერატორი. ელეტროსადგურზე გამომუშავებული ენერგია 85 ტერაჯოულს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ენერგია 9 პროვინციაზე და 2 ქალაქზე ნაწილდება, მათ შორის შანხაიზე.

გარდა იმისა, რომ სადგურმა მიაღწია 100 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტ წლიურ ენერგიის გამომუშავებას ზედიზედ უკვე მეორე წელს, სამი ხეობის პროექტმა ადგილობრივი თემისთვის ასევე მოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი სარგებელი, როგორიცაა წყალდიდობის კონტროლი, ნავიგაციის ხელშეწყობა და წყლის რესურსების მდგრადი გამოყენება.

Leave a Reply

Menu Title