აზერბაიჯანი თურქეთს გაზის დეფიციტის დაძლევაში დაეხმარება

აზერბაიჯანულმა მხარემ თურქეთისთვის გაზის მიწოდების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, ანკარას შესაბამისი მოთხოვნის საპასუხოდ, რომლის საფუძველიც ირანიდან „ლურჯი საწვავის“ იმპორტის ტექნიკურ პრობლემები გახდა. აღნიშნულის შესახებ SOCAR-ის ნავთობის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების ორგანიზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იბრაჰიმ აჰმადოვმა განაცხადა.

მისი სიტყვებით, ბოლო დღეებში, ირანული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო, ანკარამ დროებითი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, აზერბაიჯანის გაზმომარაგების კომპანიას (AGSC) დამატებითი გაზის მოცულობის მიწოდება სთხოვა.

„AGSC-მა, რომელიც წარმოადგენს შაჰ-დენიზის კონსორციუმს, უკვე უპასუხა თურქეთის თხოვნას და ამჟამად ატიურ რეჟიმში ახორციელებს ხელმისაწვდომი რესურსების მობილიზებას, რათა გაზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი აზერბაიჯანიდან თურქეთის რესპუბლიკაში, მოთხოვნის შესაბამისად“, – განმარტავს ახმედოვი.

SOCAR-ის წარმომადგენელმა ასევე დაამატა, რომ აღნიშნული ნაბიჯი კიდევ ერთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბაქოსა და ანკარას შორის ორმხრივი მეგობრული და ძმური ურთიერთობების განვითარებაში.

Leave a Reply

Menu Title