გაზპრომი ევროპას გაზს ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე იაფად მიაწვდის

2016 წელს “გაზპრომი” ევროპას რუსულ გაზს 11 წლის განმავლობაში პირველად, ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს.

“ბლუმბერგის” ინფორმაციით, “გაზპრომი” ევროპას ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 200 დოლარის სანაცვლოდ მიაწვდის.

“ბლუმბერგის” წყაროს ცნობით, ევროპაში გაზის ექსპორტი მომავალ წელს სავარაუდოდ, სტაბილურ მაჩვენებლამდე – 160 მილიარდი კუბური მეტრი – შენარჩუნდება. მართალია, რუბლებში “გაზპრომის” მოგება შემცირდება, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის საშუალო მაჩენებელი შენარჩუნებული იქნება.

“გაზპრომის” კონტრაქტებში ბუნებრივი აირის ფასი ნავთობის ფასზეა მიბმული. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის ვარდნასთან ერთად, მცირდება გაზის ფასიც. 2015 წელს “გაზპრომში” გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 238 დოლარი შეადგინა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 349 დოლარი იყო.

Leave a Reply

Menu Title