გარემოში მავნე აირების შემცირების მიზნით ჩინეთში წყალბადზე მომუშავე ტრამვაი შექმნეს

ჩინეთის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ატმოსფეროში მავნე აირების გაფრქვევა. ამ მიზნით, ჩინელი მეცნიერები, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ ახალი ტექნოლოგიების შესამუშავებლად.

სწორედ, სათბური გაზების ემისიის მიზნით ჩინურმა კომპანია Sifang-მა შეიმუშავა მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე ტრამვაის მოდელი. წყალბადის ტრამვაის დახვეწასა და განვითარებაზე ტექნოლოგები 2 წლის მანძილზე მუშაობდნენ.

ტრამვაის მაქსიმალური სიჩქარე საათში 70 კმ/სთ იქნება და ის ერთდროულად 380 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. სიჩქარის სიმცირის გამო მისი გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ ურბანულ გარემოში იქნება შესაძლებელი.

ტრამვაის წყალბადით შევსებას 3 წუთი დასჭირდება და ავზის ერთჯერადად შევსებით მას 100 კილომეტრის დაფარვა შეეძლება.

კომპანია Sifang-ში აცხადებენ, რომ ახალი ტრანსპორტის შექმნის მთავარი სარგებელი ქალაქებისთვის იქნება ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება და ნახშიროჯანგის შემცირება გარემოში.

Leave a Reply

Menu Title