იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ელექტროენეტგიის მრიცხველის ჩვენებასთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, „თელასი“ განცხადებას ავრცელებს

„თელასი“ იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან მოხმარებული კილოვატსაათებთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, განცხადებას ავრცელებს.

კომპანია მოქალაქეებს სთხოვს, მიმართონ განცხადებით და აღნიშნავს, რომ განცხადებებს უმოკლეს დროში განიხილავენ.

„იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა ტექნიკური მიზეზით გამოწვეული უზუსტობა, აღნიშნული დაუყონებლივ გასწორდება და ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია: „თელასის“ ვებგვერდის ონლაინჩატისა (www.telasi.ge) და Facebook-გვერდის პირადი შეტყობინების (ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი) საშუალებით; ელექტრონული ფოსტით telasi@telasi.ge ან დარეკონ კომპანიის call-ცენტრში (2 77-99-99)“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Leave a Reply

Menu Title