საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მთავრობებს ახალ პროგნოზებს სთავაზობს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მთავრობებს ახალ პროგნოზებს სთავაზობს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აფრთხილებს მთავრობებს, რომ საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმირების დროს,  გათვლა ნავთობის დაბალ ფასზე არ გააკეთონ.

რადგან 2016 წელს მიწოდება შესაძლოა შემცირდეს, ნავთობის სექტორში ინვესტიციების ვარდნისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოების შემცირების გამო. ამის შესახებ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს განაცხადა.

მისი აზრით, თუ ნავთობზე დღეს არსებული დაბალი ფასი შენარჩუნდა, სექტორში ინვესტიციების მოცულობა მომავალ წელს ერთი მეხუთედზე მეტით შემცირდება და ეს ტენდენცია ორ წელს გასტანს.

შტატებში კი ნავთობის წარმოებამ პიკს მიაღწია და 2016 წელს სავარაუდოდ დღეში 400 ათას ბარელამდე დაეცემა, რაც მიწოდებას დაარტყამს.

Leave a Reply

Menu Title