ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP-მ 7,57 მლრდ დოლარის წლიური მოგება მიიღო

2021 წელს ბრიტანული ნავთობკომპანია BP-ის სუფთა მოგებამ 7,57 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე კომპანიამ 20,3 მლრდ დოლარით იზარალა. BP-ის კვარტალურმა სუფთა მოგებამ გასული წლის მეოთხე კვარტალში 2,33 მლრდ დოლარი, მესამე კვარტალში კი 2,54 მლრდ დოლარი შეადგინა. მაგალითად, ერთი წლით ადრე კომპანიის მეოთხე კვარტლის მოგება სულ 1,36 მლრდ დოლარი იყო.

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში გაუმჯობესდა, როცა ნავთობისა და გაზის ფასები გაიზარდა. ამ პერიოდში BP-ის მარაგების ღირებულებაზე კორექტირებულმა მოგებამ 4,07 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა მესამე კვარტალში 3,32 მლრდ დოლარი, ხოლო 2020 წლის მეოთხე კვარტალში სულ 115 მლნ დოლარი იყო.

კვარტალურმა მაჩვენებლებმა ანალიტკოსების 3,93 მლრდ დოლარის მოგების პროგნოზს გადააჭარბა. მთლიანად 2021 წელს BP-მ მარაგების ღირებულებაზე 12,82 მლრდ დოლარის კორექტირებული მოგება მიიღო მაშინ, როცა 2020 წელს 5,69 მლრდ დოლარი იზარალა. მოგების მონაცემი 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელზე, ანუ 9,99 მლრდ დოლარზეც მეტი აღმოჩნდა.

ამასთან, კომპანიის სუფთა ვალი დეკემბრის ბოლოსთვის 30,6 მლრდ დოლარამდე შემცირდა მაშინ, როცა სექტემბრის ბოლოს მას 32 მლრდ დოლარის ვალი ჰქონდა.

BP-მ 1,7 მლრდ დოლარის ღირებულების საკუთარი აქციები გამოისყიდა და დამატებით 1,5 მლრდ დოლარის შეძენას გეგმავს.

კომპანიის კაპიტალიზაცია გასული წლის 12 თვეში 59%-ით გაიზარდა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title