პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ სახელმწიფოები €4 მილიარდს გამოყოფენ

11 თებერვალს „ერთი ოკეანის სამიტზე“ აღებული ე.წ. „ბრესტის ვალდებულებით“, სახელმწიფოები, პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად, €4 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „გლობალური კოალიციის“ შექმნაც დააანონსა, რომელიც ევროკავშირის 27 და ორგანიზაციის არაწევრ 16 ქვეყანას გააერთიანებს. სახელმწიფოებს შორის ღია ზღვების მდგრადი გამოყენებისა და მისი ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება.

9-11 თებერვალს ქალაქ ბრესტში გამართულ სამიტს, რიგი საკითხების განსახილველად, რომლებიც გავლენას ახდენს ოკეანეზე, აქტივისტები, ექსპერტები და 42 ქვეყნის (მათ შორის არაევროპული) პოლიტიკოსები დაესწრნენ. „სუფთა ოკეანეების ინიციატივის“ განსავითარებლად, ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულება, €4 მილიარდი ევროს მოცულობით, ოკეანეში პლასტიკის ნარჩენების ბრძოლას ერგო. ინვესტიცია საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ეროვნული ბანკებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) თანამშრომლობით, 2025 წლამდე განხორციელდება.

სამიტზე მიღებულ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორისაა 22 ევროპული სახელმწიფოს შეთანხმება Green Marine Europe-თან დაკავშირებით, წყალქვეშა ეკოსისტემის დასაცავად, მათ შორის სათბური აირების ემისიისა და ნავთობით დაბინძურებისგან. ხოლო დამატებით თვრამეტმა ევროპულმა პორტმა „პორტში გემებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაჩქარების“ ვალდებულება აიღო, რაც საპორტო ქალაქებში დაბინძურებას შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ 84-მდე გაიზარდა 2021 წლის იანვარში „ერთი პლანეტის სამიტზე“ შექმნილი კოალიციის წევრების რაოდენობა, რომლებიც 2030 წლისთვის „მსოფლიო ხმელეთისა და ზღვის 30%-ის დაცვის“ ვალდებულებას იღებენ.

წყარო: forbes.ge

 

Leave a Reply

Menu Title