ევროპის ერთ ნაწილში ნიადაგი სწრაფად დეგრადირდება, რაც გამაფრთხილებელი ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის

ახალი ანალიზების მიხედვით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნიადაგი დეგრადირდება და მიწა უდაბნოდ იმაზე მალე გადაიქცევა, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ადგილას.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მიწის არამდგრადი გამოყენებისა და კლიმატის ცვლილების ეფექტებმა ეს ამოწურვადი რესურსი კრიტიკულ წერტილამდე გამოლია.

ნიადაგის სიჯანსაღის შესახებ ევროკომიისის მიერ გამოცემული ახალი პუბლიკაციის მიხედვით, ევროკავშირში ნიადაგის 70-მა პროცენტი გადამწყვეტი ეკოლოგიური ფუნქციების შესრულების უნარს კარგავს.

ზღვის წყლის შემოჭრის, ეროზიის, გვალვისა და ტყის ხანძრებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ხმელთაშუაზღვისპირეთის თხელი ნიადაგები. უფრო მეტიც, ამ რეგიონს ევროკავშირში ეროზიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ნიადაგის ორგანულ ნივთიერებათა ყველაზე დაბალი დონე აქვთ.

ამას გარდა, ამ რეგიონში საკმაოდ მაღალია მოსახლეობის რაოდენობა, რაც აუცილებელს ხდის ქუჩების მოსაფალტებას ან ბეტონით დაფარვას და შედეგად, მიწა მძიმე ლითონებითა და პესტიციდებით ბინძურდება.

ჯანსაღი ნიადაგი წყალს ინახავს და ატარებს. სწორედ ის ზრდის ადამიანთა საკვების 95 პროცენტს. როდესაც ნიადაგი დეგრადირდება, მასში სიცოცხლის მომცემი პროცესები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს.

ხმელთაშუა ზღვის რეგიონი განთქმულია პომიდვრით, ყურძნით, ზეთისხილით, მაგრამ ამ კულტურების მოყვანა სულ უფრო რთულდება.

ამ დრომდე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული ამ რეგიონის ნიადაგის სიჯანსაღისა და მასზე მოქმედი ფაქტორების შესახებ.

მიმოხილვაში შეტანილი მრავალი კვლევა ფოკუსირებულია ეროზიის მიერ ნიადაგის დეგრადირებაზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანი ითვალისწინებს ბიოლოგიური დეგრადაციის ეფექტებს.

ცნობილია, რომ მიწაში საკვებ ნივთიერებათა რეგულირებაში დიდ როლს ასრულებენ ჭიანჭველები და ჭიაყელები, მათი ქმედებები ხელს უწყობს ნიადაგის ერთიანობას. შეიცვალნენ თუ არა ეს მიწისქვეშა საზოგადოებები ადამიანთა გავლენის შედეგად? და რა გავლენას ახდენს ეს მათ მიმდებარე გარემოზე?

1950-იანი წლებიდან ხმელთაშუა ზღვის რეგიონში იმატა გვალვებმა, რამაც ზოგიერთ ფერმერს საკუთარი მიწის მიტოვება აიძულა, იმატებს გაუდაბნოება, რაც ხანძრების რისკსაც ზრდის.

„ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო სისტემებში, მიწათსარგებლობის სხვა ცვლილებებთან ერთად, იწვევს ჰაბიტატის დაკარგვის კრიტიკულ დონეს. ეს კი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ხმელთაშუა ზღვის რეგიონი ხასიათდება უჩვეულო მრავალფეროვნებით, მრავალი ენდემური სახეობით…“, — წერენ მკვლევრები.

ეს კვლევა პირველია, რომელიც ევროკავშირის ხმელთაშუაზღვისპირეთის ნიადაგის მდგომარეობას მიმოიხილავს და აჯამებს; მკვლევრები იქვე შენიშნავენ, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ არ არსებობს კონკრეტული კანონმდებლობა, რომელიც სასოფლო მიწევს ურბანიზაციისგან დაიცავს.

#1tvმეცნიერება

Leave a Reply

Menu Title