ამერიკა და ეგვიპტე კლიმატის სამიტისთვის ემზადებიან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტესთან ერთად, ერთობლივი ჯგუფი შექმნა, რათა გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტისთვის მოემზადონ. სამიტი ეგვიპტეში 2022 წლის ნოემბერში ჩატარდება.

ჯონ კერიმ, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხებში, თქვა, რომ ჯგუფი ფოკუსირებული იქნება გაეროს სამიტისთვის მზადებაზე, რომელიც წითელ ზღვასთან მდებარე შარმ-ელ-შეიხში უნდა გაიმართოს. კერის თქმით, ეგვიპტე, რომელიც ამ სამიტის თამჯდომარე იქნება, უკვე ემზადება მომავალი სამიტისთვის და წინ ამბიციური გეგმები აქვს.

კერისვე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენები, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინაში შექმნილი კრიზისი, “არ შეცვლის იმ რეალობას, რაც ყოველ დღე ხდება და რაც ჩვენი კლიმატის პატივისცემას ეხება”. ამერიკელმა დიპლომატმა კლიმატის ცვლილების პრობლემას “საერთაშორისო საფრთხე” უწოდა.

არცერთ ოფიციალურ პირს ჟურნალისტების შეკითხვებისთვის არ უპასუხია.

წყარო: “ამერიკის ხმა”

Leave a Reply

Menu Title