„საწვავი 20 თეთრით გაძვირდა – ფასი 4.5 ლარამდე ავა“ – რა ფასები დაგხვდებათ ავტოგასამართ სადგურებზე

„საქართველოში საწვავი (ყველა კატეგორია) 20 თეთრით გაძვირდა. ფასის ზრდის ტენდენცია ექსტრაპოლაციაში გაგრძელდება და ავა 4.5 ლარამდე,“- წერს ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ფასის ზრდის შესახებ ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზეც გუშინვე საუბრობდნენ. მათი ინფორმაციით, ფასი დღეს მინიმუმ 15 თეთრით უნდა გაზრდილიყო.

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.47 ლარია; „რეგულარი“ – 3.38; სუპერი – 3.53; ევრო-დიზელი კი 3.50 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3.40 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 3.60 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.70 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.65 და 3.55 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.72 ლარი შეადგინა.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.65 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.59 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 3.51; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.69 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 3.57 და 3.63 ლარია.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 3.55 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ – 3.45 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი – 3.55 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავი – 3.64 ლარი; სუპერი ecto 100-ს კი – 3.60 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.45 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 3.37 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.45 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი – 3.35 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 3.52 ლარი ღირს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title