ავსტრალიის ხელისუფლება, რუსეთიდან ნავთობის, გაზის, ქვანახშირისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე აკრძალვას მალე დააწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას, The Guardian ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს .
„ეს გადაწყვეტილება საფრთხეს არ უქმნის ავსტრალიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ავსტრალიას აქვს დივერსიფიცირებული და მდგრადი ნავთობის მიწოდების არხები და ნავთობის ადეკვატური მარაგი, ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ყოვლისმომცველი მთავრობის პოლიტიკის წყალობით“, – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.
აკრძალვა ძალაში შევა არა უგვიანეს 45 დღისა. ამასთან დაკავშირებით, სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ავსტრალია ამ საქონელს რუსეთიდან მნიშვნელოვანი რაოდენობით არ იღებს. ამავდროულად, დიპლომატმა თქვა, რომ იმის გამო, რომ ენერგორესურსები რუსეთის ექსპორტის შემოსავლის ყველაზე დიდი წყაროა, ავსტრალიისა და მისი მოკავშირეების მიერ მათი შესყიდვის შეზღუდვები შეამცირებს მოსკოვის უნარს უკრაინაში ოპერირებაზე.