OPEC- ის პროგნოზით 2022 წელს ნავთობზე მოთხოვნილება 4,15 მლნ ბარელით გაიზრდება დღე/ღამეში

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით  2022 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა გაიზრდება 4,15 მილიონი ბარელით დღე/ღამეში. აღნიშNულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”

2022 წლის მესამე კვარტალში ნავთობის გლობალური მოხმარება კვლავ 100 მილიონ ბარელს გადააჭარბებს დღე/ღამეში, რაც შეესაბამება OPEC-ის გასულ თვეში გამოქვეყნებულ პროგნოზს.  ცნობისათვის, OPEC-ის მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიომ 100 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს მოიხმარდა დღე/ღამეში.

Leave a Reply

Menu Title