კახა კალაძე: ჩვენი ენერგოპოლიტიკის ძირითადი მიზანი ჰესების მშენებლობაა

კახა კალაძე: ჩვენი ენერგოპოლიტიკის ძირითადი მიზანი ჰესების მშენებლობაა

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “ჰიდროტექ საქართველოს” საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

“მოგეხსენებათ საქართველოს ენერგეტიკა  ბოლო წლებია განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის ცენტრშია. ჩვენს დარგში განხორციელებული ინვესტიციების წილი  ქვეყნის ეკონომიკაში გამოკვეთილად მნიშვნელოვანია.

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება.

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ენერგოპროექტების განხორციელბას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.

ჩვენთვის, ასევე მნშვნელოვანია, წამყვან კომპანიებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი ჩართულობა საქართველოში მიმდინარე ენერგო პროექტებში და გამოცდილების გაზიარება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს და აღვნიშნო, რომ მსგავსი ღონისძიებები შესაძლებელს ხდის პირდაპირი ურთიერთობი დამყარდეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ სახვადასხვა ორგანიზაციებსა და  კომპანიებს შორის, რასაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ.

ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა დ საფუძველს ჩაუყრის ახალი ურთიერთობების პერსპექტივებს.“  – განაცხადა,  კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კახა კალაძემ.

 

Leave a Reply

Menu Title