„ჩრდილოეთ ნაკადი – 2“-ის ერთ-ერთმა საოპერაციო კომპანია Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების პროცედურა დაიწყო. კომპანია შვეიცარიაში მდებარეობს. ამის შესახებ ინტერფაქსი გამოცემა Stuttgarter Zeitung-ზე დაყრდნობით იუწყება.
„დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გამო კომპანია Nord Stream 2 გაკოტრების პირას არის. მომდევნო რამდენიმე დღეში კომპანია შვეიცარიის სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადს შეიტანს“ – განაცხადა Nord Stream 2 AG-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მატიას ვარნიგმა.
22 თებერვალს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ქსელების ფედერალურ სააგენტოდან „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ის სერტიფიცირების პროცესი უკან გაიწვია. ეს გადაწყვეტილება გერმანიამ რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარების შემდეგ მიიღო.
წყარო: pia.ge