„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ.

აღნიშნულის შესახებ, გერმანიის ეკონომიკის და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

„დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა“, – განაცხადა ჰაბეკმა.

მისი თქმით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ხელშეკრულებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ.

„რუბლით გადახდა მიუღებელია და დაინტერესებულ კომპანიებს მოვუწოდებთ, არ შეასრულონ პუტინის მოთხოვნები. პუტინის მხრიდან ჩვენი დაყოფის მცდელობა აშკარაა, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ დიდი ერთიანობისა და სიმტკიცის წყალობით, ჩვენ არ დავიყოფით“, – განაცხადა მინისტრმა.

Leave a Reply

Menu Title