უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

გერმანიისთვის რუსული გაზის იამალი-ევროპის გაზსადენით მიწოდება შეჩერდა

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში შეჩერდა, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზსადენის ოპერატორი Gascade ავრცელებს.

მისივე ცნობით, რუსული გაზის მიწოდება ევროპაში სხვა ორი მილსადენით სტაბილურია.

Gascade–ს მომხდარის მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ცნობისთვის: 29 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ ხუთშაბათისთვის შეიმუშავებს პრაქტიკულ ღონისძიებებს უცხოური კომპანიებისთვის, რომ რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ. სპეციალისტების თქმით, ეს მოთხოვნა მიწოდების შეფერხების ალბათობას გაზრდის, რადგან დასავლური ქვეყნები უარს აცხადებენ, მოხმარებული გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ.

რუსული გაზსადენები მას შემდეგ მოექცნენ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რის გამოც მას დასავლეთმა მკაცრი სანქციები დაუწესა. რუსული ბუნებრივი აირი ევროპის მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს. აქედან იამალ-ევროპის გაზსადენზე რუსეთიდან მიწოდების დაახლოებით, 15% მოდის.

Leave a Reply

Menu Title