უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ენერგეტიკასთან დაკავშირებით

10 ნაბიჯი ენერგეტიკის სექტორში პუტინის რეჟიმის ნოკდაუნისათვის

ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე რთულად სანქცირებადი სექტორია. აღსანიშნავია, რომ რუსეთი, ერთი მხრივ, ძლიერად არის დამოკიდებული ენერგო რესურსების გაყიდვაზე, მეორე მხრივ კი, რუსული გაზის მარაგების ბაზარზე შემცირება ფასის ზრდას გამოიწვევს, რითიც მოგებული რუსეთი რჩება.

უკრაინელი ექსპერტერები აქტიურად მოუწოდებდნენ საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გერმანიას, დროულად დაეწყოთ ენერგო მომარაგების წყაროების რეალური დივერსიფიკაცია. რაც არ განხორციელდა. ახლა კი რთული გადაწყვეტილებების მიღება არის საჭირო, რათა საბოლოოდ და ეფექტურად მოხდეს რუსეთის მიერ უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ენერგიის, როგორც იარაღის, გამოყენების ხელის შეშლა და აკრძალვა.

ამჟამად არსებობს შესაძლებლობა რუსეთს ინფრასტრუქტურაზე, ფონდებზე, ენერგეტიკაში ახალ პოტენციურ ხელშეკრულებებზე წვდომა შეეზღუდოს, ასევე, შესაძლებელია ამ საკითხების და ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერა და ლობირება. ამაზე დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ.

იმპორტიორმა ქვეყნებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ რუსული წარმოშობის ენერგიის შესყიდვა. „OPEC“-ის [ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია] წევრმა ქვეყნებმა,[1] ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ უნდა გაზარდონ ნავთობის წარმოება რუსული ნავთობის ბაზრიდან თანდათანობით ამოღებისათვის. ამ გარდამავალ პერიოდში, რუსეთთან ვაჭრობის უზრუნველსაყოფად, უნდა მოხდეს „საკვები ნავთობის სანაცვლოდ“ პოლიტიკის დანერგვა.

1. ნავთობისა და გაზის გიგანტებმა უნდა განაგრძონ რუსული პროექტებიდან გამოსვლა, რათა არ მოხდეს რუსეთისათვის ბუნებრივი რესურსების განვითარების ახალი ტექნოლოგიების გაზიარება. რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის, „BP“, „Equinor“, „Exxon“ უკვე დატოვა რუსული ბიზნესი. მნიშვნელოვანია, რომ სხვა დიდმა კომპანიებმაც იგივე გააკეთონ. განსაკუთრებით იმ კომპანიებმა, რომლებიც არ ჩქარობენ რუსეთთან თანამშრომლობის გაწყვეტას ან ინვესტიციების გაყინვას, მაგალითად, „Total“, „Wintershall“, „Trafigura“ და სხვები. პარალელურად უნდა გაძლიერდეს ზეწოლა იმ არადასავლურ კომპანიებზე, რომლებსაც აქვთ აქციები რუსულ პროექტებში. მაგალითად, ინდური „ONGC Videsh“, იაპონური „SODECO“, „JOGMEC“, „NEXI“, „Mitsui“ და „Mitsubishi“.

2. ევროკავშირმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული იმ გაზის შემნახავი საცავების მართვა, რომელიც ამჟამად გაზპრომის ხელშია. ეს ნაბიჯი დაეხმარება ევროპას, რომ არ განმეორდეს ამ ზამთრის შემთხევა გაზის არასაკმარის შევსებასთან დაკავშირებით. 2021 წელს გაზპრომმა არ შეავსო შემნახავი საცავები, რაც გახდა ევროპაში ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სიტუაცია 2022 წლის თებერვალშიც კრიტიკული დარჩა. რუსეთის ოფიციალური პირები კვლავ იმუქრებიან, რომ ევროკავშირისათვის გაზრდიან ბუნებრივი აირის მიწოდების ფასს. აუცილებელია უკრაინის ევროკავშირთან გაზის ტრანსპორტირების სისტემის ზოგადი მართვის უზრუნველყოფა და მისი ევროპისათვის, როგორც სარეზერვო საცავის გამოყენება. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნება უკრაინული გაზის საბადოების აღმოჩენა და განვითარება (რეზერვების მიხედვით ევროპაში მეორე) და რუსეთის ევროკავშირის ბაზრიდან გაძევების პრიორიტიზირება.

3. ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რუსული ენერგო კომპანიების აქტივების კონფისკაცია ან დროებით მართვაში გადაცემა. კერძოდ, გაზსადენები („OPAL“, „Nord Stream“, „Yamal-Europe“-ის ნაწილი), ქიმიური მრეწველობის ობიექტები, ელექტროენერგიის წარმოება, ნავთობის გამწმენდი ქარხნები. რუსული კომპანიების წილები კომპანიების ევროპულ შუამავლებთანაც უნდა გაიყინოს. მოლდოვას მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ მარტივად მანიპულირებს რუსეთი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე უცხოური აქტივებით.

4. ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა „Rosatom“-თან და მის შვილობილ კომპანიებთან. ბირთვულ ენერგიაზე რუსეთზე დამოკიდებულება ზუსტად იგივეა, რაც დამოკიდებულება გაზის სექტორში. სლოვაკეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ თანამშრომლობაზე უარი თქვა და მნიშვნელოვანია მას სხვა ქვეყნებიც აყვნენ. საჭიროა ურანის რუსული მარაგების სანქცირება და რუსული საწვავის ჩასანაცვლებლად ბირთვული საწვავის სადგურის განთავსება უკრაინაში.

5. საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ცნობილმა სააგენტოებმა უნდა შეწყვიტონ რუსულ ენერგო კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც არის გაზპრომი. ევროპაში „Nord Stream 2“ მილსადენის მშენებლობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენ ფულს ხარჯავენ რუსეთის ოფიციალური პირები პროპაგანდისთვის და როგორ იყენებენ ენერგო კომპანიებს ამ მიმართულებით. მანიპულაციების გავრცელების ხელშეწყობა უნდა შეწყდეს.

6. ევროკავშირმა უნდა აიძულოს რუსეთი მოახდინოს ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაცია და მისცეს ევროკავშირს ცენტრალური აზიის ქვეყნებიში გაზის მარაგებზე წვდომა. ევროპის კომისიამ უნდა განავითაროს ენერგო მარაგების შაბლონური ხელშეკრულებები ენერგო გაერთიანების [Energy Union] ფარგლებში. ეს მას შესაძლებლობას მისცემს თავიდან აიცილოს გაზპრომის მიერ ქვეყნების მანიპულირება. შაბლონში უნდა ჩაიწეროს მოთხოვნა, რომ რუსეთმა იმუშაოს ევროპული კანონმდებლობით. თუ მსგავსი ნორმები სინქრონულად იქნება მოთხოვნილი ევროკავშირში დაფუძნებული ყველა მყიდველის მიერ, რუსეთს არ ექნება სხვა გზა გარდა თანხმობისა. დამატებითი ფაქტორი იქნება ევროკომისიის მიერ ანტიმონოპოლიური გამოკვლევის განახლება ევროპის გაზის ფასებზე 2021-2022 წლებში რუსული გავლენის დასადგენად.

7. ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ უნდა მოითხოვონ რუსული ენერგო კომპანიებისგან მეტად გამჭვირვალე ანგარიშგება. მათ ოპერაციებში გამჭვირვალობის ნაკლებობა და ასევე “ESG” [Environmental, Social and Governance/ გარემოსდაცვითი, სოციალური და მართვა] სტანდარტების უგულებელყოფა შესაძლებლობას აძლევთ დაზოგონ მილიონები, რათა მოემზადონ ომისთვის, გაამდიდრონ ხელისუფლებაში მყოფი პირები, ხელი შეუწყონ კორუფციას, არაკანონიერად დაიკავონ სხვა ქვეყნის ტერიტორიები. თითოეული ლიცენზიის საჯაროდ გამოქვეყნებული ანგარიშები, მაგალითად, „EITI“ [Extractive Industries Transparency Initative – მომპოვებელი ინდუსტრიების გამჭვირვალობის ინიციატივა] სტანდარტების შესაბამისად, აუცილებელი მოთხოვნა უნდა გახდეს ენერგო კომპანიებთან ნებისმიერი დიალოგისას. ეს არ უნდა იყოს რუსეთის არჩევანის საგანი, არამედ სავალდებულო პირობა.

8. ქვეყნებმა, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური პირობები ბიზნესის კეთებისთვის (იგ. ოფშორული ზონები) უნდა დახურონ ყველა ოფშორული კომპანია საბოლოოდ რუსეთის ბენეფიციარებით. ოფშორები ხელს უწყობს რუსული ფულის დამალვას საჯარო კონტროლის სფეროდან „შავი ფულის“ ზონაში. შედეგად კი ეხმარება კორუფციას, არაკანონიერ გამდიდრებას, ომს სხვა ქვეყნებთან. რუსული ოფშორების დესტრუქცია იქნება გამაფრთხილებელი სიგნალი სხვა ავტორიტარული მთავრობებისათვის.

9. იმპორტიორმა ქვეყნებმა ნულამდე უნდა დაიყვანოს რუსული ენერგიის შესყიდვა. ყველა ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება სრულად თქვას უარი რუსულ ნავთობსა და გაზზე, თუმცა თითოეულ ქვეყანას შეუძლია ენერგიის შესყიდვის დროს რუსეთი სიის ბოლოში დააყენოს. ასევე, რეალური საფრთხეა ნავთობისა და გაზის გადახდების დაგვიანება. განსაკუთრებით ფინანსური სანქციების ფონზე, უფრო და უფრო მეტი დასავლური ბანკი ამბობს უარს რუსეთში გადარიცხვებზე. მართალია, ეს არ იქნება დამატებითი წნეხი ბაზარზე, მაგრამ რუსეთს შესაძლებლობა არ მიეცემა სრულად იყოს წარმოდგენილი მსოფლიოში ნავთობისა და გაზის გაყიდვებში, და ასევე, ვერ მიიღებს შემოსავლებს აგრესიული ომის საწარმოებლად.

10. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა უნდა აკრძალონ ბანკების მიერ სესხების გაცემა რუსეთში ენერგეტიკული პროექტებისათვის ან პროექტებზე, რომელთანაც რუსული კომპანიები თანამშრომლობენ. ასევე, აკრძალონ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტი. უნდა დაიბლოკოს ნებისმიერი ახალი ინიციატივა ან ტექნოლოგია, რისი იმპლემენტაციაც რუსეთს სურს, რათა არ შეიქმნას რუსეთის მიერ მანიპულაციისა და სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლებლობა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ შეიქმნას უნივერსალური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის უცხოელ პოლიტიკოსებს მიიღონ რუსული დაფინანსება ან ეკავოთ თანამდებობა რუსულ კომპანიებში.

ორგანიზაციები:

Аналітичний центр DiXi Group

Громадянська мережа ОПОРА

Асоціація енергоефективних міст України

Всеукраїнська агенція інвестицій та сталого розвитку

Інститут соціально-економічної трансформації

Економічна експертна платформа

Інститут фінансів та права

Центр економічної стратегії

Трансперенсі Інтернешнл Україна

Центр соціально-економічних досліджень CASE-Ukraine

Співзасновник Українського інституту майбутнього Анатолій Амелін

Екоклуб

Громадська організація “Центр екологічних ініціатив “Екодія”

[1] ამჟამინდელი წევრები: ალჟირი, ანგოლა, ეკვატორული გვინეა, გაბონი, ირანი, ერაყი, კუვეიტი, ლიბია, ნიგერია, კონგოს რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბთა საემიროები და ვენესუელა.

წყარო: climatebasics.info

Leave a Reply

Menu Title